„თაობა” – საქართველოში შინმოვლის ერთ-ერთი პიონერი, ხანდაზმულებთან მომუშავე წამყვანი ორგანიზაცია, ISO 9001:2008 სერთიფიკატის მფლობელი;

„ადამიანი და ბუნება” – ასევე, შინმოვლის ერთ-ერთი პიონერი; მის ბაზაზე მომუშავე კოლეჯი ამზადებს შინმოვლის მედდებს;

„ონკოპრევენციის ცენტრი” – პალიატიური ზრუნვის პიონერი და ლიდერი, შინმოვლის მიმწოდებელი;

„გენეზისი” – პირველადი ჯანდაცვის სფეროში მოქმედი ორგანიზაცია, ამბულატორიული მომსახურების და შინმოვლის მიმწოდებელი;

საქართველოს საპატრიარქოს ფერისცვალების დედათა მონასტერთან არსებული მოწყალების ცენტრი – შინმოვლასთან ერთად, მის ბაზაზე მუშაობს კოლეჯი და ჰოსპისი;

„ევანგელიურ-ლუთერული ეკლესიის დიაკონური საქმიანობა საქართველოში – ხანდაზმულთა და უპოვართათვის სხვადასხვა მომსახურების, მათ შორის, შინმოვლის მიმწოდებელი;

„საქართველოს სამარიტელთა კავშირი” – „საერთაშორისო სამარიტელთა კავშირის“ წევრი, შინმოვლის მიმწოდებელი მრავალპროფილური საქველმოქმედო ორგანიზაცია.