“ბიოსამედიცინო მიდგომიდან ბიო-ფსიქო-სოციალური მიდგომისკენ” – ამ სახელწოდების პროექტი დასკვნით ფაზაშია

იქმნება ონლაინ-პროგრამა, რომელიც ექიმებსა და ჯანდაცვის საკითხებით დაინტერესებულ პირებს მიაწვდის ინფორმაციას ბიო-ფსიქო-სოციალური მიდგომის დანერგვის უპირატესობებზე

თავად ბიო-ფსიქო-სოციალური მიდგომა კი გულისხმობს ჯანდაცვის სისტემის ორიენტაციას არა დაავადებაზე, არამედ პიროვნებაზე, რაც უფრო ეფექტურს, საჭიროებებზე მორგებულს და ხარჯთ ეფექტურს ხდის ჯანდაცვის სისტემას

პროექტს საქართველოს ზრუნვის პლატფორმა ახორციელებს – კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის დაფინანსებით და გერმანული ფონდის “Bread for the World” მხარდაჭერით